მისია და ხედვა

 
ჩვენი მისიაა, სახელმწიფოს სტრატეგიისა და საერთაშორისო თანამეგობრობაში გაერთიანების მიზნების შესაბამისად, განათლების ხარისხის კონცეფციის მუდმივი განახლება; სტანდარტების შემუშავება, მათი უზრუნველყოფისა და განვითარების მექანიზმების დანერგვა.

ამგვარად, ჩვენ ხელს ვუწყობთ უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნას.

 
ჩვენი ხედვაა, რომ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულება იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა.

ცივილიზებული სამყაროს ფეხდაფეხ, ის ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე და წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის  სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.