პროფესიული განათლება

 

საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ განსაზღვრავს პროფესიული განათლების შემდეგ მიზნებს:

 

 

ა)  ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

 

ბ)    ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

 

გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა;

 

დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა;

 

ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

საინფორმაციო ბუკლეტი - ,,პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტები’’