პროფესიული სტანდარტები

პროფესიული სტანდარტი არის დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება პროფესიული განათლების საფეხურები, მათი მინიმალური მოცულობა კრედიტებში და თითოეული საფეხურისათვის სავალდებულო ცოდნა, უნარები და ღირებულებები, ასევე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები.

პროფესიული სტანდარტი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველი.

პროფესიულ სტანდარტებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

2010 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე დამტკიცებულია 200-ზე მეტი პროფესიული სტანდარტი.