მობილობის ვადები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

 

 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 13 იანვრიდან  20 იანვრის ჩათვლით.

 2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2015 წლის 9 თებერვლიდან  18 თებერვლის  ჩათვლით.

  

სტუდენტების რეგისტრაციის ვადები

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 23 იანვრიდან  5 თებერვლის 18:30 სთ-მდე.