სიახლეები

19 დეკემბერი, 2014

Worldskills Georgia-ს მეორე ეროვნული შეჯიბრის გახსნის ცერემონია გაიმართა

 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  WorldSkills Georgia-ს მეორე ეროვნული შეჯიბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. 
 
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები ესწრებოდნენ.
 
19-20 დეკემბერს პროფესიულ კოლეჯებში „სპექტრსა“ და „იკაროსში“ ჩატარდება WorldSkills Georgia-ს  ეროვნული შეჯიბრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები.
 
WorldSkills Georgia საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.
 

 


← სიაში დაბრუნება