სიახლეები

21 დეკემბერი, 2014

WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა.
 
ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ კოლეჯებში „იკაროსსა“ და „სპექტრში“ ორი დღის განმავლობაში - 19 და 20 დეკემბერს მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები. გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ.
 
სამზარეულო საქმე
8 მონაწილე
I ადგილი - გიორგი ჭეიშვილი
II ადგილი - შამილ კალიაევი
III ადგილი - ეკა ასლანიკაშვილი
ექსპერტი როდამ ხიდეშელი
 
საპარიკმახერო საქმე
6 მონაწილე
I ადგილი - ლია ბულაური
II ადგილი - შორენა ჯოხარიძე
III ადგილი - ნინო ჯიქური
ექსპერტი ნატალი თოლორაია
 
შედუღება
4 მონაწილე
I ადგილი - მალხაზ ჩიფჩიური
II ადგილი - თორნიკე აბულაძე
III ადგილი - ლაშა საკანდელაშვილი
ექსპერტი გაბრიელ ვატიტაძე
 
სარესტორნო სერვისი
7 მონაწილე
I ადგილი - ლეონარდო სტეფანოვი
II ადგილი - ირაკლი ლორია
III ადგილი - სოფიკო ნადირაძე
ექპერტი ნუგზარ ზარნაძე
 
ფლორისტიკა
6 მონაწილე 
I ადგილი - ანა ვაშაძე
II ადგილი - რიტა ძაძამია
III ადგილი - ნანი ჯიშკარიანი
ექსპერტი - ზურა შევარდნაძე
 
ვებდიზაინი
6 მონაწილე
I ადგილი - ანდრო ველიჩკო
II ადგილი - ცოტნე ნაზარაშვილი
III ადგილი - გიორგი ხურციძე
ექსპერტი სერგო კარაკოზოვი
 
 
WorldSkills Georgia 2014 - ეროვნულ  შეჯიბრებაში პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულებ მონაწილეობას  მიიღებენ WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში. 
 
 

← სიაში დაბრუნება