სიახლეები

31 დეკემბერი, 2014

შპს რუსთავის უმაღლესი განათლების აკადემიის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

2014 წლის 25 დეკემბრიდან  შპს რუსთავის უმაღლესი განათლების აკადემიას ამოეწურა ავტორიზაციის ვადა და  შეუწყდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. შესაბამისად, ყველა სტუდენტს შეუჩერდა   სტუდენტის სტატუსი და ისინი უფლებამოსილნი არიან 5 წლის განმავლობაში ისარგებლონ მობილობის უფლებით.
 
2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის მობილობის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ბრძანებით და  განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე. 
ინფორმაცია მობილობის წესისა და პროცედურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებგვერდის ბმულზე: http://eqe.ge/old/geo/mobility/mobility_date.

← სიაში დაბრუნება