სიახლეები

15 იანვარი, 2015

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან

 
15 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ და გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს. 
        
მემორანდუმის მიზანია პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობა შრომის ბაზრის საჭიროებებისა და ტენდენციების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, პროფესიული სწავლების, განსაკუთრებით კი პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობისა და პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების ობიექტური და ადეკვატური შეფასებისთვის.
 
 
მხარეთა თანამშრომლობა აამაღლებს საქართველოს პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემის ხარისხს და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.
 
 
 
 

← სიაში დაბრუნება