სიახლეები

22 ნოემბერი, 2013
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

ადმინისტრაციულ წარმოებაში მყოფ საკითხთა სიმრავლიდან გამომდინარე, 2013 წლის 15 დეკემბრამდე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაასრულებს 2013 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით წარმოდგენილ საავტორიზაციო და სააკრედიტაციო განაცხადების განხილვის პროცესს.

19 ნოემბერი, 2013
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 26 ნოემბერი 15:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

13 ნოემბერი, 2013
WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით„ქორთიარდ მარიოტში“ WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, GIZ-ის პროფესიული განათლების პედაგოგთა და ლიდერთა გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მიქაელა ოპერმან-გარტნერი, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტები და  კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

12 ნოემბერი, 2013
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 19 ნოემბერი 15:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

7 ნოემბერი, 2013
სამუშაო შეხვედრა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“

ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით, პროექტის „უწყვეტი პროფესიული სწავლება აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა თემაზე „არაფორმალური განათლების აღიარება“. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა.

28 ოქტომბერი, 2013
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 5 ნოემბერი 15:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

24 ოქტომბერი, 2013
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 31 ოქტომბერი, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

8 ოქტომბერი, 2013
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედატიციის საბჭოს სხდომა

2013 წლის15 ოქტომბერი, 15:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

4 ოქტომბერი, 2013
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ISPI-ის კონფერენციის „კლიენტი“ გახდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ISPI- (ეფექტიანობის გაუმჯობესების საერთაშორისო საზოგადოება) მიერ ორგანიზებულ მე-11 ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენციაში თემაზე: „ეფექტიანობის გაუმჯობესება განვითარებად ბაზრებზე“, რომელიც კავკასიაში პირველად ჩატარდა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ISPI, USAID Georgia და Chemonics.

3 ოქტომბერი, 2013
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა
2013 წლის 10 ოქტომბერი, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)
 
 
 
1 ოქტომბერი, 2013
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 8 ოქტომბერი, 14:00  საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, მე-4 სართული)

24 სექტემბერი, 2013
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება №305

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება №305 „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მაგისტრანტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით წარმოსადგენი ინფორმაციის ელექტრონული ფორმის რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ“  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2012 წლის 28 სექტემბრის №768 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

24 სექტემბერი, 2013
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტობის მსურველთა საყურადღებოდ!

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტის თანამდებობაზე. კონკურსანტებისა და დაინტერესებული პირებისათვის ორშაბათს, 30 სექტემბერს, ცენტრი გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობის მიღება შესაძლებელია სურვილის მიხედვით 10:00-სა და 17:00 საათებზე.