სიახლეები

2 მაისი, 2013
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა

2 მაისი, 2013
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა

30 აპრილი, 2013
საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

დამტკიცდა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების წლიური ანგარიშის ახალი ფორმები. ამასთან, სხვადასხვა ფორმად დამტკიცდა საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის ფორმები და წლიური ანგარიშის ფორმები.

30 აპრილი, 2013
სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფორმატისა და პრინციპების განსახილველად

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2013 წლის 29 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. განხილულ იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების პრინციპები და წესი.

30 აპრილი, 2013
შეხვედრა პროფესიული დაწესებულებების წარმომადგენლებთან ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესის განსახილველად

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში 19 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.  შეხვედრაზე იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის შესახებ.

30 აპრილი, 2013
შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და პრინციპების თაობაზე

2013  წლის 16 აპრილს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდეგში უსდ) წარმომადგენლებთან  უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს  დაკომპლექტების წესის  შესახებ.  შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს  დაკომპლექტების პრინციპზე. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ცხრა წევრით.

25 აპრილი, 2013
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 2 მაისი, 18:00 საათი

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)
24 აპრილი, 2013
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

2013 წლის 29 აპრილს, 16 საათზე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გიწვევთ შეხვედრაზე, რომელზეც განვიხილავთ  საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს მუშაობის ფორმატს და პრინციპებს.

18 აპრილი, 2013
წარჩინებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ ქალაქ რუსთავში „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების“ წარჩინებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა. ცენტრის დირექტორი მსმენელებს პროგრამის მიმდინარეობაზე გაესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილები იყვნენ ისინი მიღებული ცოდნით. ელენე ჯიბლაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მათ დასაქმებაში გამოადგებათ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდა.

17 აპრილი, 2013
პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეთა საყურადღებოდ!

პროფესიული ორიენტაციისა და პროფესიული გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატების მისაღებად მიმართეთ იმ ქალაქების რესურსცენტრებს, სადაც გაიარეთ ტრენინგები.

15 აპრილი, 2013
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის  განსახილველად. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2013 წლის 19 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15:00 საათზე.

11 აპრილი, 2013
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის  განსახილველად. სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2013 წლის 16 აპრილს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15:00 საათზე.

 
8 აპრილი, 2013
სამმხრივი შეხვედრა პროფესიული სწავლების დასახვეწად

HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და HR&IPR ასოციაციის მონაწილეობით „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

28 მარტი, 2013
სემინარი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი „ხარისხის განვითარების და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 21-22  და 26-27 მარტს სასტუმრო „ვერე პალასში“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორცილებელი დაწესებულებების თვითშეფასების სემინარი გაიმართა.

19 მარტი, 2013
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2013 წლის 26 მარტი, 18:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)