სიახლეები

15 სექტემბერი, 2012
„პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი პროგრამა ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში ერთდროულად 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები. პროგრამის მონაწილეები ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდებიან. პროექტი ახალ გზებს უხსნის 22 წლის და ზევით ადამიანებს - გაიღრმავონ ცოდნა და მოემზადონ მომავალი დასაქმებისთვის.

14 სექტემბერი, 2012
2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 14 სექტემბერს დღის ბოლოს იწურება 2012-2013 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის მობილობის სტუდენტთა ჩარიცხვის პროექტების ცენტრში წერილობით წარმოდგენისა და შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ასახვის  ვადები;
პროცესების თანმიმდევრულად შესრულების გაადვილებისთვის იხილეთ მობილობის სახელმძღვანელო.

12 სექტემბერი, 2012
შეხვედრა WorldSkill Georgia-ს ექპერტებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში WorldSkill Georgia-ს დელეგატებსა და ექპერტებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

11 სექტემბერი, 2012
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 18 სექტემბერი, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)

7 სექტემბერი, 2012
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

 2012 წლის 13 სექტემბერი, 19 საათი

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)
4 სექტემბერი, 2012
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების, პროფესიული ასოციაციების, დამქირავებლებისა და დარგის სპეციალისტების საყურადღებოდ!!!

განსახილველად წარმოგიდგენთ საბუღალტრო აღრიცხვის დარგის, მოლარის (ბანკის და ა.შ.) პროფესიული სტანდარტის პროექტს.

30 აგვისტო, 2012
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 6 სექტემბერი, 18:30 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)
 

27 აგვისტო, 2012
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 4 სექტემბერი, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)

27 აგვისტო, 2012
Summer Job-ის შედეგების შეჯამება

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე მუშაობის პროცესი 20 აგვისტოს დასრულდა. პროგრამა წარმატებით განხორციელდა, და მასში გათვალისწინებული  სამუშაოები  23 000-მდე სტუდენტმა გაიარა.  პროგრამის თითოეული მონაწილე, როგორც სტუდენტები, ასევე დამსაქმებლები კმაყოფილები არიან და დიდ სურვილს გამოთქვამენ, რომ ის მომავალშიც გაგრძელდეს.

22 აგვისტო, 2012
სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ი დასრულდა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ანაკლიაში შეკრებილ პროქტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ყურადღება განათლების ახალ პროგრამებზე გაამახვილა და მათ სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო.

14 აგვისტო, 2012
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 21 აგვისტო, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)

13 აგვისტო, 2012
საქართველო WorldSkills-ის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

კონკურსის მხარდამჭერები არიან: