სიახლეები

8 მაისი, 2012
რუსთავის იუსტიციის სახლში ”Summer Job-ის” მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო 320 სტუდენტს დაასაქმებს.  დღეს, საქართველოს განათლებისა  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე  პროექტის ”Summer Job” მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი სტუდენტების გაცნობა, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დამსაქმებლების და შეთავაზებული სამუშაოს შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრა  რუსთავის იუსტიციის სახლში გაიმართა.

2 მაისი, 2012
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 11 მაისი 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)

2 მაისი, 2012
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 10 მაისი, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)

29 აპრილი, 2012
საქართველოს გამოცდილების გასაცნობად ევროპელი კოლეგები ესტუმრნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის - ENIC/NARIC-ის ესტონელ, ფინელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ. უცხოელი კოლეგები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის  მიზანი საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გამოცდილებების ურთიერთგაზიარება იყო.

22 აპრილი, 2012
გამწვანების აქცია „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამწვანების აქცია მოაწყო, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა. აქციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე მონაწილეობდა.

20 აპრილი, 2012
მინისტრების შეხვედრა ”Summer Job”-ის მონაწილეებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი ტექნიკური საკითხები როგორიცაა დამსაქმებლებთან დროული დაკავშირება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

19 აპრილი, 2012
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

2012 წლის 26 აპრილი, 19:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე-4 სართული)

17 აპრილი, 2012
Summer Job-ის მონაწილეები იმ გარემოს გაეცნენ, სადაც ზაფხულში დასაქმდებიან

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 600-ზე მეტი სტუდენტი სამედიცინო სფეროში დასაქმდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პროექტის მონაწილე სტუდენტებთან ერთად ქალაქ წნორში ახლადგახსნილ ”არქიმედეს კლინიკას” ეწვივნენ და  ის გარემო დათვალიერეს, სადაც მომავალი ექიმები ზაფხულში დასაქმდებიან.

12 აპრილი, 2012
საქართველოს ბანკი „Summer Job“-ის მონაწილეებს პლასტიკური ბარათებით უზრუნველყოფს

საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების პროგარამა „Summer Job“-ის მონაწილე 25 000 სტუდენტისათვის პლასტიკურ ბარათებს დაამზადებს. 

11 აპრილი, 2012
აკრედიტაციის სხდომის თარიღის შეცვლის თაობაზე

2012 წლის 11 აპრილს 19:00 საათზე დანიშნული აკრედიტაციის სხდომა გადაიდო 2012 წლის 19 აპრილს, 19:00 საათზე.

6 აპრილი, 2012
აკრედიტაციის სხდომის თარიღის შეცვლის თაობაზე

2012 წლის 4 აპრილს 19:00 საათზე დანიშნული აკრედიტაციის სხდომა გადაიდო 2012 წლის 6 აპრილს, 19:00 საათზე.

5 აპრილი, 2012
"Summer Job" პროგრამის მონაწილეებთან ხელშეკრულების გაფორმების ვადები

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 5 აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებელთან (ელ.ფოსტაში მითითებულ მისამართზე) და ხელი მოწერონ შრომით ხელშეკრულებას.  სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.