სიახლეები

29 დეკემბერი, 2011
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება 2012 წლის 5 იანვარს, 19:00 საათზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული).

23 დეკემბერი, 2011
ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეესტრის წარმოების შესახებ

2011 წლის 26-28 დეკემბერს სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (ქ.თბილისი   კოსტავას ქ. №77/6; I  სართული, აუდიტორია №D 128) ჩატარდება ტრენინგი რეესტრის წარმოებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მეხუთე და მეექვსე ნაკადისათვის.

23 დეკემბერი, 2011
საახალწლო საჩუქრები სმენადაქვეითებულ ბავშვებს

22 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე  პეტრე წურწუმია ქუთაისის №42 ყრუ-მუნჯთა სკოლა-პანსიონს ეწვია და მოსწავლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

21 დეკემბერი, 2011
ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეესტრის წარმოების შესახებ


2011 წლის 22-24 დეკემბერს სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (ქ.თბილისი   კოსტავას ქ. №77/6; I  სართული, აუდიტორია №D 128) ჩატარდება ტრენინგი რეესტრის წარმოებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მესამე და მეოთხე ნაკადისათვის.

 
 

20 დეკემბერი, 2011
ტრენინგი ”პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაზე”

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2011 წლის 17-18 დეკემბერს ბაზალეთის კომპლექსში განახორციელა ტრენინგი თემაზე: ”პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.”

16 დეკემბერი, 2011
ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2011 წლის 17-18 დეკემბერს,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების დირექტორებისა და ხარისხის მენეჯერებისთვის  ბაზალეთის კომპლექსში მართავს ტრენინგს თემაზე: ”პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.”

16 დეკემბერი, 2011
ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის რეესტრის წარმოების შესახებ

2011 წლის 19-21 დეკემბერს სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (ქ.თბილისი   კოსტავას ქ. №77/6; I  სართული, აუდიტორია №D 128) ჩატარდება ტრენინგი რეესტრის წარმოებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების პირველი და მეორე ნაკადისათვის.

 

15 დეკემბერი, 2011
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება 2011 წლის 22 დეკემბერს, 19:00 საათზე
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)

14 დეკემბერი, 2011
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვა მარტივდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიმართვა აღარ მოუწევთ.
 
 
13 დეკემბერი, 2011
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგები საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების შესახებ.

9 დეკემბერი, 2011
შეხვედრა განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით

შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 13 დეკემბერს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)

7 დეკემბერი, 2011
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა გაიმართება 2011 წლის 14 დეკემბერს, 18:00 საათზე.
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)

6 დეკემბერი, 2011
განცხადება ცენტრის ვებგვერდთან დაკავშირებით

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებგვერდია:  www.eqe.ge. 
რეესტრთან დაკავშირებული ინფორმაციის - კერძოდ: არაავტორიზებული დაწესებულებების რეესტრი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლების ძიება, სტუდენტის ძებნა - მოსაპოვებლად 2012 წლის 20 იანვრამდე ისარგებლეთ www.nea.ge -ზე რეესტრის ბმულში განთავსებული ინფორმაციით.

 

6 დეკემბერი, 2011
8 დეკემბერს დანიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გადატანილია 13 დეკემბერს

საგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა 2011 წლის 8 დეკემბრის ნაცვლად ჩატარდება 2011 წლის 13 დეკემბერს 19:00 საათზე.

(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1, მე - 4 სართული)