პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

3 დეკემბერი, 2014
მემორანდუმი დამსაქმებელთა ასოციაციასთან

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ და ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ მოაწერეს.

5 ნოემბერი, 2014
შეხვედრა კოლეჯების დირექტორებთან მოდულების პილოტირებასთან დაკავშირებით

5 ნოემბერს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ეგიდით გაიმართა შეხვედრა  პროფესიული კოლეჯების დირექტორებთან. 

26 ოქტომბერი, 2014
პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგი

24-26  ოქტომბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა  განვითარების  ხელშეწყობის  პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პროფესიულ  მასწავლებელთა ტრენინგი მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და ხარისხის საკითხებზე. ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს კერძო და საჯარო პროფესიული სასწავლებლების 125 წარმომადგენელი, მათ შორის მასწავლებლები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.  

 
10 ოქტომბერი, 2014
BCG-ის პროფესიათა ჩამონათვალის კვლევის პრეზენტაცია

10 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის დაკვეთით კვლევითი ცენტრის - BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. 

 
3 ოქტომბერი, 2014
შეხვედრა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან

3 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა. 

29 სექტემბერი, 2014
შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორებთან

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოდულების პილოტირების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის მიზანი სასწავლებლების მხრიდან პოლიტირების პროცესით დაინტერესება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა იყო.

29 სექტემბერი, 2014
ფასილიტატორებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო მოდულური პროგრამების შექმნაში მონაწილე ფასილიტატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

22 სექტემბერი, 2014
შეხვედრა დამსაქმებლებთან

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2014 წლის 9 სექტემბერს  „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა დამსაქმებლებთან.

12 სექტემბერი, 2014
პროფესიული მასწავლებლების ტრენინგები დასრულდა

პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მეთოდოლოგიური ტრენინგები 8 სექტემბერს დასრულდა. ტრენინგები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 10 აგვისტოდან  მიმდინარეობდა.

29 აგვისტო, 2014
დამსაქმებლები პროფესიული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოდულური პროფესიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში დამსაქმებელთა ჩართულობის მნიშვნელობას.

 
27 აგვისტო, 2014
პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს

ევროკავშირის 27 მილიონიანი დახმარების პროგრამისა და პროფესიული განათლების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მოდულური კურიკულუმების შემუშავების მეთოდოლოგიასა და სწავლება/შეფასების თანამედროვე მიდგომებში პროფესიული მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს.

26 აგვისტო, 2014
პროფესიული სტუდენტის შეფასების ტრენინგი

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 28 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ტრენინგები გაიმართა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების მეთოდოლოგიურ საკითხებზე. 

30 ივლისი, 2014
ფასილიტატორების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა

25 ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილე 57 ფასილიტატორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს 2014 წლის სამუშაო გეგმა და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც ფასილიტატორები 2014 წლის ბოლომდე იმუშავებენ. 

30 ივლისი, 2014
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ეგიდით, სტუდენტთა შეფასების სახელმძღვანელოს საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად დარგისა და განათლების ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. 

24 ივლისი, 2014
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა განახლდა

2014 წლის 4 ივლისიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განახლდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, ქალბატონ თამარ მახარაშვილის ხელმძღვანელობით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე უკეთ ორიენტირებული მეთოდოლოგიის დანერგვის საფუძველზე.