პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

29 სექტემბერი, 2014

შეხვედრა პროფესიული კოლეჯების დირექტორებთან

 
22 სექტემბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოდულების პილოტირების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის მიზანი სასწავლებლების მხრიდან პოლიტირების პროცესით დაინტერესება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა იყო.
 
პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა განმარტა, რომ პილოტირების პროცესის დაწყება სასურველია 2014 წლის საშემოდგომო სესიების დაწყებისთანავე. 30 სექტემბრამდე ფასილიტატორები წარმოადგენენ დასრულებული მოდულების პროექტებს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კოლეჯების  დირექტორებისათვის მათი გაცნობა. აღინიშნა, რომ მცირეკრედიტიანი მოდულების პილოტირების პროცესი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. რაც შეეხება დიდი მოცულობის მოდულების პილოტირებას, ეს პროცესი 2015 წელსაც გაგრძელდება.
 
პროგრამის სასწავლო სახელმძღვანელოების კოორდინატორმა, ქალბატონმა ნანი დალაქიშვილმა, მოდულების პილოტირების პროცესის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თითოეული მოდულის პილოტირება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ორ კოლეჯში. პროცესის მოქნილად წარმართვის მიზნით პროგრამის ადმინისტრაცია ითვალისწინებს პილოტირებაში ჩართული პედაგოგების ტრენინგებს, ასევე, მუდმივ კონსულტაციებს სასწავლებლების დირექტორებთან. 
 

← სიაში დაბრუნება