პროფესიულ კვალიფიკაციათა ხელშეწყობის პროგრამა

26 ოქტომბერი, 2014

პროფესიულ მასწავლებელთა ტრენინგი 

 

24-26  ოქტომბერს პროფესიულ კვალიფიკაციათა  განვითარების  ხელშეწყობის  პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პროფესიულ  მასწავლებელთა ტრენინგი მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და ხარისხის საკითხებზე. ტრენინგს ესწრებოდა საქართველოს კერძო და საჯარო პროფესიული სასწავლებლების 125 წარმომადგენელი, მათ შორის მასწავლებლები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.  
 
ტრენინგზე განხილული იყო პროგრამის განხორციელებისათვის ისეთი აუცილებელი  საკითხები, როგორებიცაა:  მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა; მოდულის შემადგენელი კომპონენტების დანიშნულება და ფუნქციები; სწავლების მეთოდები; შეფასების ტიპები და პრინციპები.  
 
მსმენელებმა განიხილეს  მოდულის სასწავლო გეგმა და კონკრეტული მოდულებისათვის  შეფასების ინსტრუმენტები შეიმუშავეს.  
 

← სიაში დაბრუნება