1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ |
№ | ინფორმაციის დასახელება | განახლების ვადები |
1.1 |
ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.2 |
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი) |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.3 |
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
1.4 |
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.5 |
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში − მათი ხელმძღვანელებისა და მოადგილეების) შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
1.6 |
ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2. საჯარო ინფორმაციის გვერდი |
2.1 |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (პირები). ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განსაზღვროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (პირები). |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.2 |
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.3 |
ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
2.4 |
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
2.5 |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37ე და მე40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა |
ქვეყნდება კვარტალურად |
3. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის შესახებ |
3.1 |
ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
3.2 |
ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ორგანოში კონკურსის ჩატარების წესებს |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
3.3 |
ადმინისტრაციულ ორგანოში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში |
ქვეყნდება კვარტალურად |
4. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონებისპრივატიზების შესახებ |
4.1 |
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა |
ქვეყნდება კვარტალურად |
4.2 |
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით |
ქვეყნდება კვარტალურად |
4.3 |
ინფორმაცია სახელმწიფო ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ |
ქვეყნდება კვარტალურად |
4.4 |
რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები |
ქვეყნდება კვარტალურად |
5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ |
5.1 |
ადმინისტრაციული ორგანოს დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტები |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.2 |
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით) |
ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად |
5.3 |
ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.4 |
ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით) |
ქვეყნდება კვარტალურად |
5.5 |
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.6 |
ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.7 |
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.8 |
ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.9 |
ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.10 |
უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.11 |
ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიმღები, მიზნობრიობა, გრანტის მოცულობა და გადარიცხული ოდენობა |
ქვეყნდება ყოველწლიურად |
5.12 |
სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ |
ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში |
5.13 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია |
ქვეყნდება კვარტალურად |
6. სამართლებრივი აქტები |
6.1 |
ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთან |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში |
6.2 |
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია |
ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში |
7. სხვა საჯარო ინფორმაცია |
7.1 |
ადმინისტრაციული ორგანოს სერვისების შესახებ ინფორმაცია |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |
7.2 |
ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ |
განახლებადია ცვლილების შემთხვევაში |