მომსახურება

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს შემდეგ მომსახურებას: 
 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას;  
 
განათლების აღიარებას; 
 
ხელს უწყობს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების პროცესს და ახორციელებს სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას.

 

 

მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!

 

გთხოვთ, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე თანხის გადახდამდე გაეცნოთ ცენტრის მიერ გასაწევ მომსახურებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან ცენტრში გაიაროთ კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოთ თანხის არასწორად გადახდით გამოწვეული პრობლემები.