ლეგალიზაცია და აპოსტილი

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი  სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას.

საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაცია/აპოსტილით დამოწმება გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის აუთენტურობის დამოწმებას, ასევე დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ლეგალიზაციას/აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საგანმანათლებლო დოკუმენტის როგორც ორიგინალი, ისე სანოტარო წესით დამოწმებული  ასლი და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმების ფურცელი.
 
 
პროცედურა
 
საგანმანათლებლო დოკუმენტის ლეგალიზაციის (ლეგალიზაციის პირველი ეტაპის განხორციელება) და აპოსტილით დამოწმების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
 
1. განცხადება (განცხადების ფორმა ივსება ცენტრში);
2. საგანმანათლებლო დოკუმენტის დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი  (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4. შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
 
 

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი - TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113   (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)