კვლევა

RCG Consulting-ჯგუფმა განახორციელა პროფესიულ განათლებაში სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა. კვლევის ამოცანები იყო:
- პროფესიული განათლების სტუდენტთა მოტივაციის, ღირებულებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირება და შეფასება; 
- სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მნიშვნელობის განსაზღვრა; 
- იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ პროფესიული განათლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ სტუდენტთა დამოკიდებულების/კმაყოფილების ფორმირებაზე; 
- სტუდენტთა კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. 
კვლევის სამიზნე აუდიტორიას შეადგენდნენ ამჟამად არსებული 19 სსიპ - პროფესიული კოლეჯის სტუდენტები. კვლევის ჩატარების დროს გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი  მეთოდები.
 
პროფესიული განათლება – სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა
 
მე-4 და მე-5 საფეხურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებისა და მოთხოვნის ანალიზი
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი კოლეჯების მიერ მე-4 და მე-5 საფეხურების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებისა და ამ პროგრამებზე მოთხოვნის ანალიზი 2011-2012 სასწავლო წლისათვის.
 
გთავაზობთ ამ ანალიზის პრეზენტაციას
 
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები - შემოთავაზებისა და მოთხოვნის ანალიზი
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებისა და ამ პროგრამებზე მოთხოვნის ანალიზი 2011-2012 სასწავლო წლისათვის.
 
გთავაზობთ ამ ანალიზის პრეზენტაციას