ნამდვილობა

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურებისას  სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან.
 
პროცედურა
 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების  ნამდვილობის დადასტურების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (განცხადება ივსება ელექტრონულად ცენტრში ან შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით - განცხადების ფორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საქართველოში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურების განცხადების უცხო ენაზე შევსებისას აუცილებელია, რომ განმცხადებელმა ცენტრში წარმოადგინოს აღნიშნული უცხოენოვანი განცხადების ქართულ ენაზე შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;);
2. საგანმანათლებლო დოკუმენტების ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
5. შესაბამისი საფასურის (25 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 
 
 

ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი - TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113   (სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)

 

 

საკუთარი საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: 
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები; 
ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები; 
გ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით; 
დ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით. 
 
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი  საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!
 
 
განცხადების ფორმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საქართველოში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურების შესახებ განცხადების უცხო ენაზე შევსებისას აუცილებელია, რომ განმცხადებელმა ცენტრში წარმოადგინოს აღნიშნული უცხოენოვანი განცხადების ქართულ ენაზე შედგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;