მობილობის პროცესი არეგულირებს სტუდენტის გადასვლას ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში.
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭა.
იმ აბიტურიენტების საყურადღებოდ, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ან ვერ ჩაირიცხნენ არჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
WorldSkills Georgia 2014-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საგამოფენო კომპლექს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა გადასცა.
ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის.
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე უკეთ ორიენტირებული მეთოდოლოგიის დანერგვის საფუძველზე.
2015 წლის 5 თებერვალი, 17:00 საათი
2015 წლის 4 თებერვალი, 17:00 საათი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - https://students.eqe.ge/.
15 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ცენტრის დირექტორმა, ელენე ჯიბლაძემ და გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები: