საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის მისანიჭებლად უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის შემდეგ სტანდარტებს:
1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
2. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
3. მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
4. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
5. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების თავისებურებებიდან გამომდინარე, განსხვავებულია მათი აკრედიტაციის სტანდარტების შინაარსი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.