კალენდარი

arrow დეკემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456789
10
11121314151617
18192021222324
25262728293031

საერთაშორისო კონფერენციები

ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მე-2 სამუშაო ჯგუფის - „შეთანხმებული ძირითადი ვალდებულებების იმპლემენტაციის ხელშემწყობი” ჯგუფის სხდომა ქ. ზაგრებში (ხორვატია)

2 ოქტომბერი, 2017

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მე-2 სამუშაო ჯგუფის - „შეთანხმებული ძირითადი ვალდებულებების იმპლემენტაციის ხელშემწყობი” ჯგუფის სხდომაში ქ. ზაგრებში (ხორვატია) 2017 წლის 2-3 ოქტომბერს.
დღის წესრიგის შესაბამისად სესიებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები - ანგარიშის განახლება: ა/ შენიშვნები და კომენტარები ანგარიშის პირველი ნაწილის პროექტის მიმართ, ბ/ ანგარიშის მეორე ნაწილთან დაკავშირებით შემდეგი საკითხები იქნა დაზუსტებული - მოკლე ციკლი და სოციალური ასპექტები. აგრეთვე, დისკუსია გაიმართა დასაქმების ადგილზე ანგარიშში, გ/ ხარისხის უზრუნველყოფის, სტაფისა და სტუდენტთა მობილობის საკითხებზე, დ/ ადრინდელი სწავლის აღიარების საკითხებზე.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge