კალენდარი

arrow ოქტომბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

საერთაშორისო კონფერენციები

კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა

6 ივნისი, 2019

3 და 4 ივნისს განათლების ხარისიხს განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ქ. პრაღაში, ბოლონიის დანერგვის საკოორდინაციო (BICG) ჯგუფის მიერ შექმნილი კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრას ესწრებოდნენ, რომელიც ორგანიზებული იყო ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების დეპარტამენტის მიერ.

 

კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის ძირითადი ვალდებულებებია: უმაღლესი განათლების სამდონიანი სისტემის შესაბამისობის უზრუნველყოფა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) კვალიფიკაციების ჩარჩოსთან; უმაღლესი განათლების პირველი და მეორე დონეების ხარისხების აღწერა კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემის (ECTS) შესაბამისად.

 

ვიზიტის დროს, ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, განხორციელდა ორი ღონისძიება - კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა და კონფერენცია, რომელიც კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემის (ECTS) ეროვნულ დონეზე დანერგვის საკითხებს მიეძღვნა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge