კალენდარი

arrow დეკემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456789
10
11121314151617
18192021222324
25262728293031

საერთაშორისო კონფერენციები

კონფერენცია თემაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“

20 დეკემბერი, 2013


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“, რომელიცმინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ გახსნა.


კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.


2013 წელს (ივლისი-დეკემბერი) საქართველო ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის (BFUG) თანათავმჯდომარე ქვეყანაა. კონფერენციაც თანათავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა. მისი პირველი ნაწილი - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარების საკითხებს დაეთმო. მოწვეულ სტუმრებს  „უმაღლესი განათლების ევროპის სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსა და საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოს შესახებ არსებულ სიტუაციასა და გამოწვევების“ შესახებ ესაუბრა ტემპუსის უმაღლესი  განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE – TEMPUS) ლალი ბაქრაძე, რომელიც გერმანიიდან სპეციალურად კონფერენციისთვის ესტუმრა თბილისს. ცენტრის აღიარების სამმართველოს უფროსმა ანა მაისურაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოთა გამოყენება განათლების აღიარებისათვის“.

კონფერენციის მეორე ნაწილში  ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმები განიხილეს. ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ ისაუბრა. ხოლო ცენტრის აკრედიტაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ცხვედიანმა „საერთაშორისო კონტექსტში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ“ გააკეთა მოხსენება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge