კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

სიახლეები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით თვითშეფასების პილოტირება განხორციელდა

19 აგვისტო, 2019

ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა კოლეჯ „იკაროსში“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სტანდარტების პროექტის მიხედვით თვითშეფასების პროცესის პილოტირება განახორციელა.

“თვითშეფასების განხორციელება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის აუცილებელი ნაწილია. თვითშეფასების ობიექტურმა პროცესმა საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა უკარნახოს, თუ რა მიმართულებით უნდა მიმართოს საკუთარი ძალისხმევა შემდგომი განვითარებისა და სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მეტი თავსებადობისთვის“ - განაცხადა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, კახაბერ ერაძემ.

წლის ბოლომდე თვითშეფასების პილოტირება ყველა დაწესებულებაში განხორციელდება, რომელი დაწესებულებაც აღნიშნულის შესახებ მზაობას გამოთქვამს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge