კალენდარი

arrow ივნისი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

დიპლომის დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

6 სექტემბერი, 2019

2019 წლის 5 აგვისტოს, “უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №149 ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნული ცვლილებები განაპირობა 2018 წელს, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (ბოლონიის პროცესის) პარიზის სამიტზე დიპლომის დანართში და ამ დოკუმენტის შევსების ინსტრუქციაში შეტანილმა ცვლილებებმა.

როგორც ცნობილია, დიპლომის დანართი არის საერთაშორისო დოკუმენტი და შემუშავებულია ერთობლივად ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და იუნესკოს მიერ. დიპლომის დანართი, დიპლომთან ერთად არის ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ხელს უწყობს კვალიფიკაციის სწორად გაგებას და შესაბამისად მის აღიარებას.

დიპლომის დანართში განხორციელებულ ცვლილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში შესული ცვლილებები. სამივე ცვლილებამ აღნიშნული პუნქტების მანამდე არსებული ბუნდოვანი მოთხოვნები უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბა და იოლად გასაგები გახადა. კერძოდ, მე-3 პუნქტში პირდაპირ მითითებულია ECTS-ის კრედიტების აღნიშვნის საკითხი. 4.2 პუნქტში კი ორაზროვანი “პროგრამის მოთხოვნების” მაგივრად ცალსახადაა მითითებული სწავლის შედეგების აღწერის აუცილებლობა. ამასთან, დიპლომის დანართის შევსების ინსტრუქციაში, ასევე ცალსახად მითითებული, რომ დიპლომის დანართში სწავლის შედეგები უნდა ჩამოყალიბდეს აწმყო დროში. 5.2 პუნქტი შესული ცვლილება კი შეეხება მხოლოდ რეგულირებად პროფესიებს და ითხოვს პროფესიაში დაშვების პირობების მითითებას.

ამდენად, დიპლომის დანართში განხორციელებული ცვლილებები შეეხო მასში ისეთი ინფორმაციის აღწერის აუცილებლობას (ECTS-ის კრედიტები, სწავლის შედეგები), რაც მნიშვნელოვანია კვალიფიკაციების გამჭვირვალობისა და აღიარებისათვის.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge