სიახლეები
შენობის სისტემების ინჟინერიის დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა
19 ოქტომბერი, 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, შენობის სისტემების ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელის საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ შენობის სისტემების ინჟინერიის დარგობრივი მახასიათებლის შემმუშავებელი ჯგუფის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენლები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.