კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

სიახლეები

შეხვედრა ცენტრის საკოორდინაციო საბჭოსთან

30 ოქტომბერი, 2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა, რომელთაც 2016-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში ცენტრის მიერ მიღწეული შედეგები და 2021-2025 წლების სტრატეგიული მიზნები წარუდგინა.

 ქვეყანაში არსებული კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია 2016-2020 წლების ფარგლებში ცენტრის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, ასევე, მათთვის გაზიარებულ იქნა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

 დირექტორის მიერ წარდგენილ იქნა ანგარიში საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის სერვისების განვითარების, სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპებზე დაფუძნებული კვალიფიკაციების სისტემის განვითარების უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით განათლების აღიარების სერვისების სრულყოფის და ცენტრის ცნობადობის ამაღლების ევროპის განათლების სივრცეში და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის თაობაზე.

 საკოორდინაციო საბჭოს ასევე წარედგინა 2021-2025 წლებში ცენტრის მიზნები და ამოცანები, სადაც აქცენტირებული იყო ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა და სისტემის კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის ეტაპები.

 ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა, საკოორიდნაციო საბჭოს წევრებს , უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ასოციაციის (ENQA) ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში დაფიქსირებული რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ ცენტრის მიერ მომზადებული წინადადებები გააცნო.
 
 ცენტრის საკოორდინაციო საბჭო არის ცენტრის მართვის და განვითარების პროცესში დაინტრესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კოლეგიალური ორგანო, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ცენტრის სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მასში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის ძირითადი საქმიანობის, ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, განიხილავს ცენტრის ანგარიშებს, მის ბიუჯეტს, საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს და ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განათლების ხარისხის უზრინველყოფის მიმართლებით და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
 ამჟამად საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, დამსაქმებელთა და სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და აუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი. მათი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია ცენტრის საქმიანობის განვითარებისათვის.
 აღსანიშნავია, რომ ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსიტროს უკვე მიმართა ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებათა სფეროს გაფართოებას და ცენტრის მართვის პროცესში მისი როლის გაზრდას.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge