სიახლეები
მოქალაქეთა საყურადღებოდ!
5 ნოემბერი, 2020

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 5 ნოემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ვიზიტი განხორციელდება ახალი პრინციპით. მოქალაქე სერვისის მიღებას შეძლებს მხოლოდ my.gov.ge- ის პორტალზე დაჯავშნით.
რა უნდა გავითვალისწინოთ:
ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან - my.gov.ge
თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულია ჯავშნის კალენდარი (https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/sub-services/21 ) სადაც მოქალაქე გაივლის რეგისტრაციას.
დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს ცენტრის თანამშრომელს.
მოქალაქე ცენტრში მომსახურებას ვეღარ მიიღებს წინასწარი ჯავშნის გარეშე.
ცენტრში მოსული მოქალაქე ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი, ხელის ანტისეპტიკა და აუცილებელია პირბადის ტარება.
სერვისის დაჯავშნა ვერ განხორციელდება ქოლცენტრის საშუალებით ან ადგილზე მისვლით. ვიზიტის დასაჯავშნად ვებგვერდი my.gov.ge, უნდა იქნას გამოყენებული.