კალენდარი

arrow დეკემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456789
10
11121314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

10 ნოემბერი, 2020

გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2020 წლის 9 ნოემბრის №1080327 ბრძანებით დამტკიცდა „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის“ ფორმა. იხ. ფორმა აქ. 

 

თვითშეფასების ანგარიში ცენტრს არაუგვიანეს სამ წელიწადში ერთხელ წარედგინება, რაც საანგარიშო პერიოდში დაწესებულების მიერ აკრედიტაციის სტანდარტებთან პროგრამის შესაბამისობის, მათ შორის, პროგრამის განვითარების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს. 

ანგარიშის წარდგენა მოხდება იმ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომელთა აკრედიტაციის მინიჭებისას შეფასების პროცესი განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების პირობებში (განახლებული სტანდარტები დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №09/ნ - ვებგვერდი, 01/02/2018 წელი).  

თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განსაზღვრულია საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის  მინიჭებიდან მე-3 კალენდარული წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით. 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge