კალენდარი

arrow დეკემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
456789
10
11121314151617
18192021222324
25262728293031

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ

17 ნოემბერი, 2020

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს მხარდამჭერი ღონისძიებების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლის ფარგლებშიც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიგზავნა იმ საკითხების, თემების ჩამონათვალი, რომელშიც ისინი ისურვებდნენ ცენტრის მიერ ტრენინგების ჩატარებას.


 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, განისაზღვრა პრიორიტეტული თემები და დაიგეგმა შესაბამისი ტრენინგები, რომლებსაც წარუძღვებიან, როგორც ცენტრის თანამშრომლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტი.


 ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის პლათფორმის გამოყენებით.


მიმდინარე წლის ბოლომდე ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საკითხებზე:

✅შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების თავსებადობა ESG-2015-თან - 2 სესია, 24 და 25 ნოემბერს.
✅სტუდენტების როლი შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში - 3 სესია, 1, 2 და 3 დეკემბერს.
✅სააკრედიტაციო თვითშეფასების პროცესის განხორციელება და პროგრამის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა - 3 სესია, 7, 8 და 9 დეკემბერს.
✅ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება - 2 სესია მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის 14 და 15 დეკემბერს, 2 სესია საშუალო რგოლის მენეჯრებისთვის 17 და 18 დეკემბერს.


 პირველ სამ ტრენინგ მოდულს გაუძღვებიან ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები.


 მეოთხე მოდულს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაზე გაუძღვება ვანგელის ტსილიგკირისი - საერთაშორისო ექსპერტი. ვანგელის ტსილიგკირისს დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს ბირმინგემ სითის უნივერსტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. მას აქვს ტრანსნაციონალური განათლების და განათლების ინტერნაციონალიზაციის პროექტებში კონსულტანტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბრიტანეთის, მალტის, საბერძნეთის უნივერსიტეტებთან და სხვა ორგანიზაციებთან აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ის არის TNE-Hub (https://www.tnehub.org/) პლატფორმის დამფუძნებელი, რომელიც ტრანსნაციონალური განათლების საკითხებით დაინტერსებულ მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს 25 ქვეყნიდან გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge