სიახლეები
მინისტერიალი ''რომი 2020''
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა მონაწილეობა მიიღო იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროსა და ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს ორგანიზებულ ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ონლაინ მინისტერიალში - „რომი 2020“, რომელსაც ბოლონიის პროცესის წევრი 48 ქვეყნის დელეგაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით დასახული საერთო მიზნები და საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს.
ბოლონიის პროცესს, რომელიც უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას ითვალისწინებს, საქართველო 2005 წელს ბერგენის სამიტზე შეუერთდა, რის შემდეგაც უმაღლესი განათლების სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდა.