კალენდარი

arrow სექტემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

სიახლეები

ცხადდება კონკურსი!

19 ნოემბერი, 2020

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  აცხადებს კონკურსს  ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ხელმოწერილი სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია, ფაზა 2“ - ფარგლებში ინტეგრირებული ზოგადი მოდულის - ,,მეცნიერება და ტექნოლოგიები“ - ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სახელმძღვანელოს ავტორთა შერჩევის მიზნით.

 

  • კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 26 ნოემბერი.
  • კონკურსი ცხადდება 4 (ოთხისაგნობრივი მიმართულებით:
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • გეოგრაფია (ფიზიკური გეორგაფია).

 

  • სახელმძღვანელოს ავტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენრტის დირექტორის 2020 წლის 19 ნოემბრის 1110181  ბრძანებით დამტკიცებულ დანართში 1;
  • კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა რეზიუმე უნდა წარმოადგინოს ელექტრონულ ფოსტაზე - m.tielidze@eqe.ge;
  • სახელმძღვანელოს ავტორთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ეტაპებია:

    1.წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და გადარჩევა შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;

    2.საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება.

 

  • კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად უნდა მიუთითოსრომელი საგნობრივი მიმართულებით სურს სახელმძღვანელოს ავტორთა კონკურსში მონაწილეობა.

 

გთხოვთ, გაცნობის მიზნით იხილოთ  დოკუმენტები:

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge