კალენდარი

arrow სექტემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
2526
27
282930 

სიახლეები

საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით

20 ნოემბერი, 2020
19 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში დაიწყო საკოორდინაციო შეხვედრები საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით.
 
 საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართა იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთანაც ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარების შესახებ.
 შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პანდემიის პერიოდში სასწავლო პროცესის განხორციელების საკითხი და არსებული გამოწვევები. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის ასპექტებზე.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge