კალენდარი

arrow ივნისი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან

20 ნოემბერი, 2020
19 ნოემბრიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ცენტრის ახალი ხუთწლიანი, 2021-2025 წლების სტრატეგიის და 2021 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენის და უკუკავშირის მიღების მიზნით.
 СOVID-19 გამოწვეული პანდემიის გამო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები ჩატარდება ონ-ლაინ, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
 ცეტრის ახალი სტრატეგიის ფორმირებას წინ უძღოდა ცენტრის საქმიანობის განვლილი ხუთწლიანი პერიოდის შეფასება.
 ცენტრის ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ იქნა საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება.
 
ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგია მოიცავს ექვს სტრატეგიულ მიზანს:
✅ცენტრის ინსტიტუციური განვითარება;
✅ინტერნაციონალიზაცია;
✅სერვისების განვითარება;
✅ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
✅პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარება;
✅უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითრება.
სტრატეგიის დანერგვის სამოქმედო გეგმაში გაწერილი თითოეული ამოცანა და აქტივობა ემსახურება აღნიშნული მიზნების მიღწევას.
 
 ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიული დოკუმენტი და 2021 წლის სამოქმედო გეგმა წარედგინებათ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
 დაინტერესებულ მხარეებს ცენტრის ახალ სტრატეგიულ დოკუმენტს და სამოქმედო გეგმას გააცნობს ცენტრის ხელმძღვანელობა, ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისა და ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლები.
 
 
 
 
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge