კალენდარი

arrow ივნისი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა

საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კანონის თანახმად, უნდა მოდიოდნენ შესაბამისობაში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებთან. დღესდღეობით, საქართველოს გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა შედგება ინსტიტუციონალური ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისაგან, მაშინ როცა შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გულისხმობს როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე პროგრამულ დონეზე სწავლების, სწავლისა და კვლევის პროცესის ხარისხის უწყვეტი შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფას, პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და დაწესებულების მიერ მოწოდებული მომსახურებისა და პირობების ხარისხის გაუმჯობესებას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ავტორიზაცია არის ინსტიტუციონალური შეფასება, რომელიც განსაზღვრავს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან. შეფასების პროცესი ხორციელდება ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების  თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ანალიზს და ასევე ექსპერტთა ვიზიტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა უსდ-ებისთვის, რათა მიეცეთ საშუალება, განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობა და გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმს, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. აკრედიტაცია არის პროგრამის შეფასება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის შესაბამისობას აკრედიტაციის სტანდარტებთან. შეფასება ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება პროგრამის თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის ანალიზს და ასევე ექსპერტთა ვიზიტის დროს მოპოვებულ ინფორმაციას. აკრედიტაცია სავალდებულოა რეგულირებადი პროფესიებისა  და სადოქტორო პროგრამებისთვის. სხვაპროგრამებისთვის აკრედიტაციაარ არის სავალდებულო. თუმცა, აკრედიტაცია სავალდებულოა ეროვნული გრანტების მოსაპოვებლად.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge