კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031

აღიარება

განათლების აღიარებას ახორციელებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტებისა  და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” შესაბამისად. ამ უფლებამოსილებას ცენტრი ასრულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან - საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო  დაწესებულებებსა და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
 
საქართველოში არსებობს განათლების აღიარების შემდეგი სახეები:
 
1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას.
 
2. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება
გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
 
3. ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირებისა, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას
განათლების აღიარება გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. 
 
4. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება
ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1990 წლიდან მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება. 

5. ინფორმაცია უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ 
ცენტრი გასცემს ინფორმაციას, არის თუ არა აღიარებული უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ის მდებარეობს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge