კალენდარი

arrow ივნისი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5
6
7891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) მოთხოვნებს. დოკუმენტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს, თუ რა ცოდნა, უნარი და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად.


ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

• კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;
• ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;
• მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;
• ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;
• კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა;
• მობილობის ხელშეწყობა;
• სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;
• არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;
• არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
• განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

ბრძანება №103/ნ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ

სწავლის სფეროების კლასიფიკატორი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დოკუმენტებზე („განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია“ (ISCED-F-2013) და „განათლებისა და ტრენინგის სფეროები 2013 – დეტალური სფეროების აღწერა“ (ISCED-FoET-2013) დაყრდნობით, ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის,განვითარებისა და მონიტორინგის წესი. 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge