სააპელაციო საბჭო
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საბჭოს წევრებად დაინიშნენ:
ნინო ოკრიბელაშვილი - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარე;
თამარ მამსიკაშვილი - სსიპ - ქალაქ თბილისის N64 საჯარო სკოლის დირექტორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დავით ჭეიშვილი - სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის დირექტორი - საბჭოს მდივანი;
მანანა სამხარაძე - სსიპ - ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
თამარა თორია - ა(ა)იპ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
თეა სიფრაშვილი - პროფესიული განათლების ექსპერტი;
ელგუჯა მელაძე - ა(ა)იპ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
თამარ ვეფხვაძე - სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში კონსულტანტი, ფილოლოგიის დოქტორი;
ნინო კეკელიძე - შპს "აღმოაჩინე საქართველოს" დირექტორი.
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №369 ბრძანება
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანებაში ცვილელების შეტანის თაობაზე
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანება