უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი ადასტურებს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას.
აღიარებას ექვემდებარება:
• ზოგადი განათლება.
• პროფესიული განათლება.
• უმაღლესი განათლება.
აღიარებას არ ექვემდებარება:
• სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი).
• რეზიდენტურაში მიღებული განათლება.
• საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისგან მიღებული თანხმობით განხორციელებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (განცხადების ფორმა);
2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
4. მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
5. საგანმანათლებლო დოკუმენტის* ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის - 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე 250 ლარი; (ელექტრონული გადახდა)
7. უცხოეთში უმაღლესი განათლების დაუსწრებელი ფორმით მიღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ცენტრი, აგრეთვე უფლებამოსილია მოითხოვოს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებელსა და სტუდენტს შორის განხორციელებული საკონტაქტო საათების რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
8. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.
9. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო , რომელსაც გააჩნია აღიარების ან ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება და ითხოვს შესაბამისის საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ.
11. უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, პიროვნებამ უნდა შეავსოს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ფორმა.
* საგანმანათლებლო დოკუმენტებია:
• საშუალო (სრული) ზოგადი განათლების ატესტატი და მისი დანართი; საბაზო განათლების ატესტატი და მისი დანართი; დაწყებითი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შეფასებათა უწყისი);
• პროფესიული დიპლომი და მისი დანართი, შეფასებათა უწყისი;
• უმაღლესი განათლების დიპლომი და მისი დანართი, შეფასებთა უწყისი;
• მინიჭებული აკადემიური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:
• საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;
• მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით.
• სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.
ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!