კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება

აღიარებას ექვემდებარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1990 წლიდან მიღებული განათლება.


ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი ცენტრს წარუდგენს:


ა) განცხადება (განცხადების ფორმა); (განცხადების ფორმა აფხაზური)

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქართულ ან აფხაზურ ენაზე შედგენილ წერილობით განცხადებას (აფხაზურ ენაზე შედგენილი განცხადების ქართულ ენაზე თარგმანს უზრუნველყოფს ცენტრი);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დოკუმენტს, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
დ) ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს იმის თაობაზე, რომ დაინტერესებულმა პირმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება ან იღებს უმაღლეს განათლებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) შესაძლებლობის შემთხვევაში, მონაცემებს იმ მოწმეთა შესახებ, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე;
ვ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიცავს მონაცემებს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღების თაობაზე.

დაინტერესებული პირის თანხმობით, აღნიშნული დოკუმენტაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნისთვის სათანადო უფლებამოსილებას ანიჭებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ცენტრი, პირველ რიგში, ადასტურებს პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიღების ფაქტს. უმაღლესი განათლების მიღების დადასტურების შემთხვევაში, ცენტრი, საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამასთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ადგენს დაინტერესებული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შესაბამისობას საგანმანათლებლო პროგრამასთან და ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში გასცემს დასკვნას გავლილი საგნების ცნობის, მიღებული შეფასებებისა და კრედიტებით გაანგარიშების შესახებ. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასებების შესახებ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას.

ცენტრი არ ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარებას, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge