კალენდარი

arrow სექტემბერი 2023 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
30 

ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.

ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ განცხადებით (განცხადების ფორმა) მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაგზავნას.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხო ქვეყანაში მიღებული საშუალო (სრული) ზოგადი განათლების ატესტატისა და დანართის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები;

ბ) სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქეებისთვის);

გ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის - 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო       დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე 250 ლარი;

ვ) სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

 

საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომისა და დანართის/შეფასებათა უწყისის ასლების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანები;

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე) - 30 ლარი; უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის აღიარებისას - დაჩქარებული წარმოება (15 სამუშაო დღე) - 60 ლარი.

ე) სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

თუ განცხადება შეიცავს დადასტურებას ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ და აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიერ არჩეული დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობას სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე აბიტურიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით), გამოიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირობითი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პირი ირიცხება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.


  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge