მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმება
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 25 ნოემბერს და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანხმდება მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები) ენობრივი სისწორის შემოწმების კუთხით.
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ენობრივი სისწორის შემოწმებისთვის დგინდება საფასური, 15 სამუშაო დღე - 20 ლარი, დაჩქარებული წარმოება რეგისტრაციის შემდეგ 1 სამუშაო დღე - 40 ლარი.