WORLDSKILLS INTERNATIONAL
WorldSkills International-ი არის უნიკალური, არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მისიაა, თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ, რომელიც პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებას შეაქვს ეკონომიკურ აღმავლობასა და პირად კეთილდღეობაში. WorldSkills International დაარსდა 1950 წელს, რომელიც ამჟამად აერთიანებს 61 წევრ ორგანიზაციას და სტაბილურად ვითარდება. ესაა შესანიშნავი ქსელური რესურსი წევრი სააგენტოებისა და იმ ორგანიზაციებისა თუ პირებისათვის, რომლებიც თავიანთ ქვეყანასა თუ რეგიონში ჩაბმულნი არიან პროფესიული განათლების განვითარების საქმეში.
WorldSkills International-ი იყენებს მოწინავე ვებ და პროგრამულ ტექნოლოგიებს იმისათვის, რათა წევრი ორგანიზაციებისა და ფართო აუდიტორისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია პროფესიული უნარების სტანდარტების, კონკურსებისა თუ სპეციალისტებისათვის გამართული სადისკუსიო ფორუმების შესახებ.
დაინტერსებულ პირებს საიტზე: www.worlskills.org შეუძლიათ გაეცნონ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიასა და მისიას, მის წევრებს, დელეგატებსა და გლობალური მრეწველობის პარტნიორებს, მოიძიონ მეტი ინფორმაცია კონკურსებისა და ღონისძიებების შესახებ, გაეცნონ უნარებისა და ხარისხის სტანდარტებს 45-ზე მეტ ქვეყანაში/რეგიონში და ზოგიერთ პირადი წარმატების ისტორიასაც.
WorldSkills International-ი თავისი მისიის შესასრულებლად მთელ მსოფლიოში მოღვაწეობს. პროგრამის ძირითადი საქმიანობაა კონკურს WorldSkills-ის, მსოფლიოს ყველაზე ფართომასშტაბიანი შეჯიბრი უნარებში, ჩატარება, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება რომელიმე წევრი ორგანიზაციის ქვეყანაში/რეგიონში. კონკურსი ხელს უწყობს უნარების მსოფლიო დონის სტანდარტების დამკვიდრებას 45-ზე მეტ სფეროში, დაწყებული ავეჯის წარმოებითა და დამთავრებული ვებდიზაინით.
ოთხი საკონკურსო დღის განმავლობაში 61 წევრი ქვეყნიდან/რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები სცდიან თავიანთ შესაძლებლობებს მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით. უმაღლესი ჯილდოებია ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ღონისძიება წარმოუდგენლად მასშტაბურია. 1000-მდე კონკურსანტის პროგრესს ყურადღებით აკვირდება რამდენიმე ასეული ათასი მაყურებელი, რომელთა შორის არიან მთავრობის წარმომადგენლები, დამსაქმებლები, მასწავლებლები, ინსტრუქტორები და ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონკურსში მონაწილე თითოეული ახალგაზრდისთვის ეს არის ცოდნის ფასდაუდებელი და უნიკალური გამოცდილება. ბევრი მათგანი საკუთარ ქვეყანაში/რეგიონში დაბრუნების შემდეგ თავისი პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი ხდება და ხელს უწყობს პროფესიულ განათლებაში მოწინავე გამოცდილების დანერგვას.
იყავით პროფესიული უნარების სამომავლო მსოფლიო პოლიტიკის ფორმირების სათავეებთან
WorldSkill international–ი პოლიტიკის შემმუშავებლებს სთავაზობს შანსს, შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელ თანამოაზრე ექსპერტებს და მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიების წარმომადგენლებს იმ ძირითად საკითხებზე სასაუბროდ, რომლებიც გავლენას ახდენენ პროფესიულ განათლებაზე, რათა მათ გამოავლინონ სამომავლო პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობები.
შეადარეთ თქვენი პროფესიული განათლების სისტემა და ნახეთ რა მუშაობს რეალურად
WorldSkill international–ი გთავაზობთ შანსს, გამოსცადოთ და შეადაროთ თქვენი ქვეყნის/რეგიონის პროფესიული განათლების სისტემა სხვებს და დარწმუნდეთ, რომ თქვენი სისტემის სტრატეგია შეესაბამება თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკისა და ბიზნესის მოთხოვნებს.
გაუზიარეთ საუკეთესო გამოცდილება
WorldSkill international-ი გთავაზობთ იდეებისა და გამოცდილების გაზიარების შანსს. ასევე, ქსელში თანამშრომლობას, შეჯიბრებებისა და შეხვედრების მეშვეობით კონტაქტების დამყარებას.
სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ხედავს სარგებელს WorldSkills International-თან პარტნიორობით, რაც მოიცავს:
- მაღალკვალიფიციური, წარმატებული ახალგაზრდების მიღწევებთან ასოცირების შანსს;
- განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციის 58 წევრთან თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას;
- მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების უზრუნველყოფის მიმართ პასუხისმგებლობის წარმოჩენის შანსს და მუშაობას წარმატებულ ახალგაზრდებთან - სფეროს მომავალ ლიდერებთან;
- მსოფლიო კლასის ექსპერტებთან და ლიდერებთან ქსელში თანამშრომლობის შესაძლებლობას.