ბათილად ცნობილი გადაწყვეტილებები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა.
2017 წლიდან ბათილად ცნობილი გადაწყვეტილებების ნუსხა