კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18
19
2021222324
25262728293031

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი (ENQA)

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA)

ENQA უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა ბოლონიის პროცესის ხელმომწერ ქვეყნებში დამნიშვნელოვანი წვლილიშეაქვს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის შენარჩუნებისა და ამაღლების პროცესში. ENQA წევრ ორგანიზაციებს უზიარებს ინფორმაციას, გამოცდილებასა და საუკეთესო მაგალითებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან აქტიურად არის ჩართული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ღონისძიებებში.

2013 წლის 22 ნოემბერიდან 2019 წლის 25 აპრილამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აფილირებული ორგანიზაციის სტატუსით სარგებლობდა.

ცენტრმა 2018 წლის თებერვალში ოფიციალურად განაცხადა ENQA-ში გაწევრიანების სურვილი, ხოლო 21 აგვისტოს წარადგინა თვითშეფასების ანგარიში .  

2019 წლის 25 აპრილს, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა ENQA-სწევრის სტატუსი ხუთი წლის ვადით. საბჭომ დაასკვნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015) და აკმაყოფილებს ENQA-ს წევრობის კრიტერიუმებს.

ცენტრის თვითშეფასების ანგარიში

ENQA-ს პრეზიდენტის წერილი

ცენტრის გარე შეფასების ანგარიში





  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge