ხედვა/მისია/ღირებულებები/მიზნები

ცენტრის ხედვა

ცენტრის ხედვაა, საქართველოში მიღებული განათლების ხარისხი სრულად პასუხობდეს ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს, ხოლო ქვეყანაში განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების სფეროში ცენტრი იყოს წამყვანი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაღალი ნდობა და აღიარება, როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო დონეზე.

ცენტრის მისია

ცენტრის მისიაა საქართველოში განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა, საგანამანათლებლო დაწესებულებებში ხარისხზე ორიენტირებული კულტურისა და მართვის პრაქტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა და ქვეყნის განათლების სისტემის მიმართ ნდობის უზრუნველყოფა.

ცენტრის ღირებულებები

ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.

ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზნებია: საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამებისთვის შედეგზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და შესაბამისი სერვისების გაუმჯობესება; საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმებისა და ხარისხის კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა საკონსულტაციო შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვა შესაბამისი სერვისების მეშვეობით; საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით კვალიფიკაციების შემუშავება და გაუმჯობესება; მთელი სიცოცხლის განმალობაში სწავლის პრინციპის დანერგვის ხელშეწყობა; ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge