კალენდარი

arrow მარტი 2024 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ან ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მოპოვებული აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, შეუძლია წლის ნებისმიერ დროს პროგრამის დამატების განაცხადის წარდგენის გზით დაიმატოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებად განიხილება შემთხვევა, როდესაც პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მქონე დაწესებულება ითხოვს იმ პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებას, რომლის განხორციელების უფლებაც არ
აქვს მოპოვებული, ან იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება
სხვა მუნიციპალიტეტში ან იმისგან განსხვავებულ ენაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე აქვს
მოპოვებული

საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 2,502.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების
საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს.

საფასური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 2,229.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე,
ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს.

საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 2,570.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე,
ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში
ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვება, თითოეულ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო
მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს;

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე,
ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო
მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.

პროგრამის დამატებაზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. 

 


საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).


 




  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge